Accentnews.ge
მანჯგალაძე: დიდი ოპოზიციური კოალიციის შექმნის შესაძლებლობას ვიხილავთ

მანჯგალაძე: დიდი ოპოზიციური კოალიციის შექმნის შესაძლებლობას ვიხილავთ

12/07/2023 14:41:06 პოლიტიკა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ განიხილება დიდი ოპოზიციური კოალიციის შექმნის შესაძლებლობა.

"სრულდება მოლაპარაკებების პირველი ფაზა და ეს შემიძლია, დავადასტურო. ასევე, ვფიქრობთ, რომ მინისტრის კაბინეტი უნდა იყოს დასახელებული, რათა "ქართული ოცნების" პროპაგანდას გამოეცალოს ძალა და არ დააშინონ ადამიანები, რომ ვიღაც მოდის, ვიღაც ბრუნდება და ა.შ. ახალი ლიდერების დრო მოვიდა და ამას ნახავს ყველა ერთად, პროფესიონალი ადამიანები იქნებიან ამ პროცესში".

მისი თქმით, პარტიები რომელიმე სხვა პარტიაში არ ერთიანდებიან: "პირიქით, ვქმნით ახალ ზეპარტიულ, ზეეროვნულ პროცესს, სადაც მთავარი იქნება არა პარტიები, არამედ ადამიანი და ახალი თაობის ლიდერები. ჩვენ კარს ვუხსნით პროქართულ, პროეროვნულ, პროდასავლურ ყველა ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ეროვნული ინტერესი. ეს არის ახალი ეროვნული პროცესი. ჩვენ ვსაუბრობდით კრიტერიუმებზე და მთავარი კრიტერიუმი არის გაკეთებული საქმე, რისი გაკეთების რესურსი აქვს კონკრეტულ ლიდერს".

მისი თქმით, პრემიერობასთან დაკავშირებული საკითხი ამ ეტაპზე არ იხილება, მაგრამ თუ ოპოზიცია შეთანხმდება გიორგი ვაშაძის კანდიდატურაზე, "ეს მხოლოდ წაადგება საერთო ოპოზიციურ პროცესს:

"ჩვენ ობიექტური კრიტერიუმებიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ გიორგი ვაშაძე, რა თქმა უნდა, იქნება უნიკალური კანდიდატი, მთავარია, ახლა ამაზე შეთანხმდეს დანარჩენი ოპოზიცია".

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატად დასახელებაზე ფორმალიზებული დისკუსია არ ყოფილა:

"ფორმალიზებული დისკუსია აღნიშნული საკითხის პოლიტსაბჭოს ან სამდივნოს ფორმატში არ მომხდარა, თუმცა მე მხოლოდ მივესალმები იმას, თუ გიორგი ვაშაძე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, რა ფორმალიზებული სახეც არ უნდა მიიღოს ამან, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, რადგან ვთვლი, რომ ამ ადამიანს, ამ პოლიტიკოსს გააჩნია ძალიან დიდი რესურსი, არის ახალგაზრდა ძალიან დიდი რესურსის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც ასოცირდება ძალიან სერიოზულ მიღწევებთან და რეფორმებთან და ვფიქრობ, რომ ერთობლივად ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი რეფორმის განხორციელება ხალხის კეთილდღეობისთვის მომავალში.

ამ ადამიანს აქვს დიდი პოლიტიკური რესურსი, რომელიც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება "ნაციონალურ მოძრაობისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S