Accentnews.ge
რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

25/11/2019 21:15:32 სხვა, მსოფლიო

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც  „როიტერი“ იუწყება, ვლადიმირ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისთვის გაზის მიწოდებაზე და უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტზე ისაუბრეს.

რუსული გაზით მომარაგების შესახებ მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 31 დეკემბერს ეწურება. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე განიხილეს რუსეთის მიერ უკრაინისთვის ქერჩის სრუტეში დაკავებული სამი ხომალდის გადაცემის საკითხი.

უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები 9 დეკემბერს პარიზში უკრაინის კრიზისის დარეგულირების გზებზე იმსჯელებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S