Accentnews.ge
პრეზიდენტი: არჩევანი ჩვენზეა და არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს

პრეზიდენტი: არჩევანი ჩვენზეა და არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს

12/07/2023 15:57:37 პოლიტიკა

ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, ვილნიუსში ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისადმი თავისი ერთიანობა და ურყევი მხარდაჭერა აჩვენა.

„გულითადად მივესალმები ამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აძლიერებენ უკრაინის უსაფრთხოებასა და მიზანდასახულობას.

ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.

არჩევანი ჩვენზეა და არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს”, - წერს პრეზიდენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S