Accentnews.ge
ფოტიგა: ევროპაშია საქართველოს ადგილი, იმედია, ქართველი ხალხის ნება გადამწყვეტი იქნება

ფოტიგა: ევროპაშია საქართველოს ადგილი, იმედია, ქართველი ხალხის ნება გადამწყვეტი იქნება

12/07/2023 16:42:33 ევროპა, პოლიტიკა

ჩვენ საქართველოს და ქართველების მეგობრები ვართ, ევროპაა ის ადგილი, სადაც საქართველო უნდა იყოს,– ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში გადამწყვეტი იქნება ქართველი ხალხის ნება.

ამასთან, მან ნიკა გვარამიას საქმის პოლიტიკურ ხასიათზე გაამახვილა ყურადღება:

"ბრალდებები, რაც წაყენებული ჰქონდა, ნამდვილად იყო პოლიტიკური ხასიათის. ბევრ დოკუმენტში, რომელიც ევროპულმა პარლამენტმა მიიღო, ნახსენები იყო ნიკას საქმე, რომელსაც ევროპული პარლამენტის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

ჩვენ ვართ მეგობრები, ჩვენ ვართ საქართველოს და ქართველების მეგობრები. ჩვენ ვიქრობთ, რომ ევროპა არის საქართველოსთვის ის ადგილი, სადაც უნდა იყოს. იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხის ნება გადამწყვეტი იქნება ამ საკითხის გადაწყვეტაში“,- თქვა ევროპარლამენტარმა. თარგმანი "მთავარ არხს" ეკუთვნის.

ევროპარლამენტარმა ასევე ისაუბრა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იმედი გამოთქვა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა გაუმჯობესდება.

თავის მხრივ ნიკა გვარამიამ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართველ ხალხს სურს, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს:

"[საქართველოში] არის დევნა პოლიტიკოსების და ვიცით, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ასევე არის ციხეში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ აქ განვიხილეთ, რა იქნებოდა გარღვევა ამ მიმართებაში. ჩვენ ვიცით, რომ სამოქალაქო საზოგადოებიდან არის ძალიან დიდი მოთხოვნა და საქართველოს მოსახლეობა ასევე მონდომებულია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. და ვიცით, რომ მოსახლეობა ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ ეს ახდეს. ჩემი თვალსაზრისით, საქართველო არის ევროპა, ეს არის დასავლური ტიპის ქვეყანა და იმედი მაქვს, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი...

უპირველეს ყოვლისა, ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ შეცვალონ თავიანთი ქვეყანა. ვფიქრობ, ამ ახალგაზრდობის, თაობა GEN Z-ის ხელში იქნება საქართველოს მომავალი. ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ ძალები და თავად, საქართველომ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი."

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S