
ესკო–ს გენდირექტორმა ბიზნესში გადაინაცვლა
24/05/2019 04:48:44 ეკონომიკა
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის დირექტორის მოვალეობას ზაზა დვალიშვილი შეასრულებს, ყოფილი გენერალური დირექტორი ვახტანგ ამბოკაძე კი კერძო სექტორში ინაცვლებს.
„ზაზა დვალიშვილის სახით ესკო–ს გამოცდილი, კომპეტენტური ხელმძღვანელი ეყოლება. ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის, დარეგულირების რთულ და საინტერესო პერიოდში „ესკოსგან“კვლავ ველით წარმატებულ ფუნქციონირებას და თანამშრომლობას. ველით წინსვლას, ახალ იდეებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია როდესაც გამოცდილება და პროფესიონალიზმი თანხვედრაშია და დგას ქვეყნის სამსახურში“, -განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
ზაზა დვალიშვილი 2007 წლიდან „ესკოს“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.