
სალობიეს მეპატრონე: "ჩემს სალობიე „ბიას“ ესტუმრა სალომე „ბუა“
25/11/2019 21:19:31 სხვა, საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას სოლიდარობას უცხადებს სალობიე „ბიას“ მეპატრონე გიორგი იოსავა.
„გავედი თუ არა ქალაქიდან, ჩემს სალობიე „ბია"ს ესტუმრა სალომე „ბუა"
სრული სოლიდარობა აქციის მონაწილეებს“, - წერს „ფეისბუკზე“ გიორგი იოსავა და იქვე ურთავს „ჰეშთეგს" #სტუმარიღვთისაა
25 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო დემონსტრაციის მიმდინარეობისას „ფეისბუკში“ სალობიეში გადაღებული ფოტო გავრცელდა, რომელზეც სალომე ზურაბიშვილი იყო აღბეჭდილი.
აქტივისტებმა პრეზიდენტი შეძახილებით გააცილეს.