
ყაზახეთის მოქალაქის მკვლელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე პოლონეთში დააკავეს
13/07/2023 06:37:16 სამართალი
პოლონეთში, კატოვიცას აეროპორტში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Eska ავრცელებს.
როგორც მედია წერს, 38 წლის ქართველს ყაზახეთის მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის "ინტერპოლის" წითელი ცირკულარით ეძებდა.
გამოცემა Eska წერს, რომ საქართველოს მოქალაქე პოლონეთში ყაზახეთიდან ჩაფრინდა. კიდევ ერთი პოლონური გამოცემა tarnogorski.info-ს ვერსიით კი, ქართველი კატოვიცას აეროპორტში ქუთაისიდან ჩავიდა.
საქართველოს მოქალაქე აეროპორტში 8 ივლისს დააკავეს.