
ერდოღანმა ყარაბაღიდან რუსი სამხედროების გასვლა დააანონსა
13/07/2023 07:25:21 კავკასია
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 2025 წლისთვის რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღს დატოვებენ,– ამის შესახებ ერდოღანმა აზერბაიჯანული გამოცემა Reportის ცნობით, ნატო–ს სამიტის შემდეგ გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მას აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ჰკითხა ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განლაგების შესახებ. საპასუხოდ ერდოღანმა თქვა, რომ შეთანხმების თანახმად, რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში განსაზღვრულ ლოკაციებზე 2025 წლამდე დარჩებიან, ხოლო 2025 წლისთვის რუსეთი დატოვებს ამ ადგილებს.
„მჯერა, რომ მოსკოვი დაიცავს შეთანხმებას. ჩემი ძმა ილჰამ ალიევიც ყურადღებით ადევნებს თვალს რეგიონში არსებულ ვითარებას“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
რუსი სამხედროები არაღიარებულ რეგიონში ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ შევიდნენ. მათ სომხეთი შირად ადანაშაულებს უმოქმედობაში.