Accentnews.ge
დეგნანი: ვილნიუსის სამიტის მესიჯი იყო რომ NATO-ს კარი ღიაა და იქ გაწევრიანებისათვის აუცილებელია რეფორმების განხორციელება

დეგნანი: ვილნიუსის სამიტის მესიჯი იყო რომ NATO-ს კარი ღიაა და იქ გაწევრიანებისათვის აუცილებელია რეფორმების განხორციელება

13/07/2023 07:50:47 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, ვილნიუსის სამიტის მესიჯი იყო რომ NATO-ს კარი ღიაა და იქ გაწევრიანებისათვის აუცილებელია რეფორმების განხორციელება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ვილნიუსის სამიტის გზავნილი მკაფიოა: NATO-ს კარი რჩება ღია როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინისთვის. ალიანსის მოკავშირეებს სურთ საქართველოს ხილვა NATO–ში, თუმცა ამისათვის კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი, ეს ნაბიჯები მკაფიოა და ახლა ყველაფერი საქართველოს ხელშია, რომ განახორციელოს ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც საჭიროა ალიანსის წევრობისთვის, ასევე ევროკავშირს წევრობისთვის. ეს ნაბიჯები მოიცავს, მათ შორის სასამართლო სისტემის რეფორმას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების რეფორმაა, რადგან როგორც სამხედრო კუთხით, ისე პოლიტიკური, დემოკრატიული კუთხით იყოს საქართველო სტაბილური. ყველა მოკავშირე და განსაკუთრებით, აშშ მხარს უჭერენ საქართველოს წევრობას, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ნება– სურვილი რომ განხორციელდეს ის რეფორმები, რაზეც საუბარი დიდი ხანია, მიმდინარეობს. ძალიან მკაფიო გზავნილი იყო NATO–ს კარი რჩება ღია საქართველოთვის. საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო ძალიან კარგად წარმოადგინა სამიტზე და ამ სამიტის ცენტრალური ნაწილი იყო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ასე ვთქვათ, საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობა, საერთაშორისო საზოგადოების მხირიდან ხელახალი ერთგულების გამოხატვა უკრაინის დახმარების მიმართ და იმ ქვეყნების მიმართ, რომელთაც სურთ, რომ საკუთარი ბედი და სხვადასხვა ორგანიზაციებში მონაწილეობა თავად აირჩიონ, რასაც რუსეთი ცდილობს, რომ ამ ქვეყნებს წაართვას. სწორედ ამ სამიტზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ ეს არის მიუღებელი, თვითონ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება თავად აირჩიოს უსაფრთხოების ალიანსი და მათ შეძლონ თავისი ტერიტორიების დაცვა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სამიტის მესიჯი იყო რომ NATO–ს კარი ღიაა და იქ გაწევრიანებისათვის აუცილებელია რეფორმების განხორციელება", – განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S