ბილ ბროუდერი: პოლონელი ექიმები იკვლევენ სააკაშვილის მდგომარეობას, ვიმედოვნებ, ამას მოჰყვება მისი გათავისუფლება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება
13/07/2023 09:30:49 პოლიტიკა
"მაგნიტსკის აქტის" ავტორი, ბილ ბროუდერი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გამოკვლევების ჩატარების მიზნით პოლონელი ექიმების ჯგუფის შესვლას ეხმიანება.
მან იმედი გამოთქვა, რომ ამას სააკაშვილის გათავისუფლება და მისთვის სათანადო მკურნალობის ჩატარება მოჰყვება.
„პოლონელი ექიმები იკვლევენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმა თქვა. ეს კარგი ამბავია და იმედი მაქვს, ამას მოჰყვება სააკაშვილის გათავისუფლება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება, მისი სიცოცხლის გადასარჩენად“,-დაწერა ბილ ბროუდერმა სოციალურ ქსელში.


