Accentnews.ge
თეიმურაზ კუპატაძე: 8 ივლისის ღონისძიებაზე არავინ დაზიანებულა, ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი

თეიმურაზ კუპატაძე: 8 ივლისის ღონისძიებაზე არავინ დაზიანებულა, ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი

13/07/2023 11:48:32 სამართალი

8 ივლისის ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩვენი უშუალო და მთავარი მიზანი რაც იყო, ეს იქნა დაცული და ამ ღონისძიებაზე არავინ არ დაზიანებულა, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ დღეს მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის ყველა დანაყოფი, 3000-მდე პოლიციელი მათ შორის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

„მეც ვიღებდი ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ლოკაცია არ გვაძლევდა საშუალებას, რომ მთელი პერიმეტრი ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო და ეს ადამიანები ცდილობდნენ ჩვენი კორდონებისთვის აექციათ გვერდი და მინდვრებით და გრუნტიანი გზებით მიეღწიათ იმ ლოკაციამდე, სადაც პრაიდის ღონისძიება ტარდებოდა. ვინაიდან სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა არის უპირველეს ყოვლისა ჩვენი უშუალო მოვალეობაა, მივიღეთ გადაწყვეტილება და მოვახდინეთ პრაიდის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ევაკუაცია. გავიყვანეთ ეს ადამიანები, რომ არ მომხდარიყო რაიმე დაპირისპირება და არ დაზიანებულიყვნენ. საბედნიეროდ, ჩვენი უშუალო და მთავარი მიზანი რაც იყო, ეს იქნა დაცული და ამ ღონისძიებაზე არავინ არ დაზიანებულა“,- განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

დღეს აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა "პრაიდის ფესტივალის" ჩაშლაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "ვანდალიზმს პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია":

"გასული წლის მოვლენებზე ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იცავდა პოლიცია მოქალაქეებს და აკონტროლებდა მომიტინგეებს. გასული შაბათის ღონისძიების წინა დღეს მე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დამარწმუნეს, რომ მომიტინგეებს პოლიციის პერიმეტრის გარღვევის უფლება არ მიეცემოდათ და ისინი კონცერტზე დამსწრე ხალხისაგან უსაფრთხო დისტანციაზე იქნებოდნენ. არც ერთი მათგანი არ შესრულდა. ჩვენ ეს ვერ ვნახეთ. ფაქტობრივად, დაუმორჩილებელ ბრბოს ძალადობის მოწოდებით თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრის გავლის საშუალება მიეცა. მათ არა მხოლოდ პოლიციის პერიმეტრის გარღვევის, არამედ ადგილზე შესვლის, ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების უფლება მიეცათ ისე, რომ ამას პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S