ელჩის განმარტება კითხვაზე, რატომ არ არის უვიზო რეჟიმი საქართველოსთან
13/07/2023 12:27:07 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიოში 38 ქვეყანასთან აქვს უვიზივო რეჟიმი.
მოქალაქის კითხვაზე, "რატომ არ არის უვიზო რეჟიმი საქართველოსთან?", დიპლომატმა შემდეგი განაცხადა:
"ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიოში მხოლოდ 38 ქვეყანასთან აქვს უვიზივო რეჟიმი, მათ შორის აქედან 27 ქვეყანა არის ევროკავშირის წევრი. ასე რომ, ეს არ არის გავრცელებული პრაქტიკა, თუმცა ვიტყვი, რომ ჩვენ ძალიან გვიხარია, როდესაც ათასობით ქართველი ყოველწლიურად სტუმრობს აშშ–ს, როგორც ტურისტი, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით, სტუდენტი, კულტურის თუ ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, ვიზისთვის არსებობს სპეციალური პროცესი ისე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას აქვს და ეს არის საგულდაგულო პროცესი, რადგან ინფორმაცია უნდა არსებობდეს ვინ შემოდის ქვეყანაში და ვინ გადის ქვეყნიდან. ასეთი ვიზიტები როგორც აშშ–ში, ისე საქართველოში ხორციელდება ყოველთვის. მაგალითად, არცთუ ისი დიდი ხნის წინ საქართველოში ჩამოსულები იყვნენ ქართული წარმომავლობის ამერიკელები, რომლებმაც ფილარმონიაში შეასრულეს ქართული ცეკვები, ასევე საქართველოდან მაისში გაემგზავრა აშშ–ში ჯგუფი, რომელმაც იქ ჩაატარა კონცერტი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე და ასეთ გაცვლა –გამოცვლა და ვიზიტები ძალიან ხშირია და ჩვენ ყოველთვის გვიხარია ქართველების მასპინძლობა აშშ–ში", – განაცხადა ელჩმა.
დიპლომატი ამ წუთებში კითხვა–პასუხის რეჟიმში მოქალაქეთა კითხვებს ონლაინ რეჟიმში პასუხობს.


