Accentnews.ge
ელჩი საქართველოსთან მიმართებაში აშშ-ის მიზნებს განმარტავს

ელჩი საქართველოსთან მიმართებაში აშშ-ის მიზნებს განმარტავს

13/07/2023 13:07:45 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს მიმართ აშშ-ის სამ ძირითად მიზანს ასახელებს.

„საქართველოს არ ჰყავს უფრო ძლიერი პარტნიორი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებია და ეს ორ ქვეყანას შორის ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებული პარტნიორობითა და თანამშრომლობით დადასტურდა“ - განაცხადა კერლი დეგნანმა იმ კითხვის საპასუხოდ, თუ "სად და როგორად ხედავს აშშ-საქართველოს ურთიერთობას მომავალში".ელჩის განმარტებით, აშშ-ის საქმიანობა, ანუ ის, რასაც აშშ მხარს უჭერს და აკეთებს საქართველოს მიმართ, დაკავშირებულია სამ ძირითად მიზანთან:

- ძლიერი, უსაფრთხო საქართველო, რომელსაც შეუძლია საკუთარი საზღვრების დაცვა და აგრესიის შეჩერება ისეთი მეზობლების მხრიდან, როგორიც არის რუსეთი;- ეკონომიკის განვითარება და ზრდა, ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე რეგიონებში, რათა ქვეყანას ჰქონდეს უფრო მეტი კეთილდღეობა და ადამიანებს არ გაუჩნდეთ სურვილი, დატოვონ საქართველო;- დემორატიის, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, რაც ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანია.

„ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანია ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა. ჩვენი საქმიანობის ყველა სფეროც სწორედ ამ ძირითად მიზნებთანაა დაკავშირებული. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ საუკეთესო თავდაცვა - ეს არის ძლიერი დემოკრატია. რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა ეხება როგორც თავდაცვის ძალებს, ასევე სასაზღვრო პოლიციას და ბევრ სხვა უწყებას, თუმცა ამავდროულად მიგვაჩნია, რომ ძლიერი დემოკრატია არის ასევე ძლიერი საზოგადოება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ და მჯერა საქართველოს პოზიტიური მომავლისა და ჩვენი თანამშრომლობის. ჩვენ გავაგრძელებთ ამ თანამშრომლობას და საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის წარმატებისთვის, რადგანაც გვჯერა თქვენი ოცნების, საქართველო გახდეს ევროატლანტიკური სივრცის წევრი" - განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S