Accentnews.ge
ელჩის პასუხი საქართველოში აშშ–ის სამხედრო ბაზის შესაძლო გახსნაზე

ელჩის პასუხი საქართველოში აშშ–ის სამხედრო ბაზის შესაძლო გახსნაზე

13/07/2023 13:10:07 პოლიტიკა

"დაახლოებით ამასთან ახლოს მდგომი უკვე გვაქვს, საქართველოში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო და დიდია", – ასე უპასუხა საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა მოქალაქის კითხვას, "შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოში იყოს ამერიკული სამხედრო ბაზა?".

"დაახლოებით ამასთან ახლოს მდგომი უკვე გვაქვს, საქართველოში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო და დიდია. საქართველოში ძალიან ხშირად იმყოფებიან აშშ–ის ეროვნული გვარდიის წარმომადგებლები, ისინი ერთობლივად ატარებენ სხვადასხვა ტიპის სწავლებებს, იქნება ეს კრიზისების მართვა, მედეგობა და ასე შემდეგ. ხშირად ჩამოდიან საქართველოში აშშ–ის არმიის წარმომადგენლები, ამერიკული ხომალდები და ჩვენი თანამშრომლობა სამხედრო მიმართულებით მართლაც ძალიან ძლიერია.

აუცილებლად უნდა ვახსენო ის ძალიან დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ და მისმა თავდაცვის ძალებმა მიაღწია ბოლო 20–25 წლის განმავლობაში. თუ ადრე საქართველო დიდი წვრთნების თანამასპინძელი იყო ნატო–ს წევრი ქვეყნების მონაწილეობით, ახლა საქართველო თავად დამოუკიდებლად მასპინძლობს მრავალეროვნულ, კომპლექსურ წვრთნებს, რომლების მნიშვნელოვანია ურთიერთავსებადობის გაძლიერებისთვის, ასევე საქართველოს მზადყოფნის გაძლიერებისთვის, დაიცვას საკუთარი ქვეყანა, საკუთარი საზღვრები.

ხშირ შემთხვევაში ქართველი სამხედრო პირები,ს აქართველოს ჯარი არის წამყვან პოზიციაში და ისინი ეხმარებიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს იმ უნარების შეთვისებაში, რაც მათ აქვთ.

ასევე უნდა აღვნიშნოთ ის ურყევი მხარდაჭერა, რასაც ჩვენ გამოვთქვამთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ახლახანს ვილნიუსის სამიტზე წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება, რომ ნატო–ს კარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა ამისათვის აუცილებელია რეფორმების გამნხორციელება", – განაცხად ელჩმა.

დიპლომატი ამ წუთებში კითხვა–პასუხის რეჟიმში მოქალაქეთა კითხვებს ონლაინ რეჟიმში პასუხობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S