Accentnews.ge
"იმისთვის, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული თავისუფლებები და უფლებები დაცული იყოს, აუცილებელია, ქვეყანას ჰქონდეს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები"

"იმისთვის, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული თავისუფლებები და უფლებები დაცული იყოს, აუცილებელია, ქვეყანას ჰქონდეს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები"

13/07/2023 13:24:13 პოლიტიკა

"იმისთვის, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული თავისუფლებები და უფლებები დაცული იყოს, აუცილებელია, ქვეყანას ჰქონდეს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

კითხვაზე, „რას ფიქრობთ საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელსაც პოლიტიკურად დევნიან, ღიად ესხმიან თავს მათი განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო, ემუქრებიან მათი ოჯახის წევრებს“, ელჩმა შემდეგი განაცხადა:

„ქართული საზოგადოება თავისი არსით არის ძალიან შემოქმედებითი, ინოვაციური და ამას ცხადყოფს ძალიან ბევრი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ამას ასევე გვიჩვენებს ის ლიტერატურა, პოეზია, რაც წლების და საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა. ეს იყო ძალიან ღრმა ერთგულება თავისუფლების, დამოუკიდებლობის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს ფიქრის, სიტყვის თავისუფლებასაც. მე გავიხსენებ სახელმწიფო მოღვაწეებს თუ პოეტებს და ლიტერატორებს, რომლებიც თავიანთი პროგრესული აზროვნებით აძლევდნენ მაგალითს საზოგადოებას და ზუსტად ამ ღირებულებებზე ხმამაღლა საუბრობდნენ. ამ ყველაფრის დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება. იმისთვის, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული თავისუფლებები და უფლებები დაცული იყოს, აუცილებელია, ქვეყანას ჰქონდეს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები. თუ გადავხედავთ რუსეთის მაგალითს, სადაც ხალხს უწევს შიშში ცხოვრება, მათ დაკარგეს უფლება, რომ გამოთქვან საკუთარი აზრი, შეკრების უფლება, დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობას კიდევ უფრო კარგად მივხვდებით. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უჭერს მხარს აშშ სამოქალაქო საზოგადოებას თუ სხვადასხვა წრის წარმომადგენლებს, ხელოვნების წარმომადგენლებს, გახლავთ ის, რომ მათ შეუძლიათ, თავიანთი შემოქმედებითი აზროვნებით, თავიანთი ქმედებით შეინარჩუნონ ქვეყნის იმიჯი და თავისუფლებების და უფლებების დაცვა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები უმნიშვნელოვანესია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დიპლომატმა მოქალაქეთა კითხვებს ფეისბუქლაივის დროს უპასუხა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S