Accentnews.ge
ვის და რა შემთხვევაში ელის სანქციები - ელჩის განმარტება

ვის და რა შემთხვევაში ელის სანქციები - ელჩის განმარტება

13/07/2023 13:34:21 პოლიტიკა

"სანქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და როდესაც არსებობს საკმარისი სანდო ინფორმაცია გარკვეულ არალეგალურ საქმიანობაზე - კორუფციაზე, უფლებამოსილების გადამეტებაზე თუ სხვა, ხდება პირის/პირთა სანქცირება“ - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „რატომ არ სანქცირდებიან ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები?“.

ელჩმა ქართველი მოსამართლეების სანქცირების მაგალითი მოიყვანა:

„თქვენ გახსოვთ სავიზო სანქციები 4 მოსამართლის წინააღმდეგ: ეს ადამიანები ხელს უშლიდნენ საქართველოს დემოკრატიულ გზას - საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი, ძლიერი დემოკრატიისთვის, კერძოდ, იმისთვის, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, სამართლიანად წყდებოდეს ბიზნეს-დავები, ქვეყანაში შემოდიოდეს ინვესტიციები, ადამიანის უფლებები იყოს დაცული და ასე შემდეგ. თუ არსებობს საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესა თუ ის პირი ეწევა არალეგალურ საქმიანობას და ამით ხელს უშლის ქართველებისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც ევროატლანტიკური ოჯახის წევრობაა, სწორედ ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე მსგავსი რამ“

ამასთან, ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირება არ არის მხოლოდ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ნაწილი, - ეს მოთხოვნა დაფიქსირებულია ჯერ კიდევ წლების წინ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებაშიც, ასევე ნატო-საქართველოს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაშიც, რომელიც ყოველწიურად ქვეყნის მთავრობასთან თანამშრომლობით იგეგმება.

„არსებობს იმ რეფორმების მკაფიო ჩამონათვალი, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა განახორციელოს. დიახ, გარკვეული პროგრესი მიიღწა, თუმცა უფრო მეტია გასაკათებელი, ეს არ არის კრიტიკა, ეს არის ფაქტი! ამის განხორციელება საქართველოს ხელისუფლების ხელშია და მნიშვნელოვანია, არსებობდეს პოლიტიკური ნება-სურვილი ამ რეფორმების განსახორციელებლად" - დასძინა კელი დეგნანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S