Accentnews.ge
შვედეთი და უკრაინა შეთანხმდნენ საიდუმლო ინფორმაციის გაცვლასა და სამხედრო თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე

შვედეთი და უკრაინა შეთანხმდნენ საიდუმლო ინფორმაციის გაცვლასა და სამხედრო თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე

13/07/2023 13:39:32 მსოფლიო

შვედეთმა და უკრაინამ აიღეს ვალდებულება, გააძლიერონ სამხედრო თანამშრომლობა, შეთანხმდნენ საიდუმლო ინფორმაციის გაზიარებაზე და მომავალში თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდების გაუმჯობესებაზე.

საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ იონსონმა, ხოლო თავდაცვის შესყიდვების შესახებ მეორე შეთანხმებას – ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა.

ხელშეკრულების თანახმად, შვედეთს და უკრაინას შეეძლებათ საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა, რაც აუცილებელი პირობაა, რომ უკრაინამ შეძლოს შვედური გამანადგურებლების Gripen-ის გამოცდა.

შეთანხმების მიხედვით, უკრაინა თავდაცვის აღჭურვილობას შვედური კონტრაქტების მეშვეობით შეიძენს, მათ შორის შვედეთის თავდაცვის ინდუსტრიის. ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინა შეკვეთებს გაცილებით მოკლე დროში მიიღებს.

ამასთან, მას შემდეგ რაც შვედეთი საკუთარ თავდაცვის საჭიროებებს დააყმაყოფილებს, დამატებით საბრძოლო საშუალებებს უკრაინას გაუზიარებს. არ არის დაზუსტებული იარაღის ტიპები.

შეგახსენებთ, რომ ივნისში შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ დაადასტურა, რომ უკრაინელი მფრინავები "გაიცნობენ" შვედურ JAS 39 Gripen-ის გამანადგურებლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S