როდის იქნება პირდაპირი ფრენები აშშ–სა და საქართველოს შორის: ელჩის კომენტარი
13/07/2023 13:50:48 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები მალე განხორციელდება.
"როდის იქნება პირდაპირი ფრენები აშშ–სა და საქართველოს შორის?" - ამ კითხვის პასუხად, კელი დეგნანმა შემდეგი განაცხადა:
"ვიმედოვნებ, ეს ძალიან მალე მოხდება. მართლაც არაჩვეულებრივი იქნება, თუ გვექნება პირდაპირი ფრენები. თუმცა ეს ხანგრძლივი ფრენა იქნება. არსებობდა გარკვეული ინტერესი 2019 წელს, ვიდრე პანდემია დაიწყებოდა და ამ შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესის პერსპექტივითაც, რომ მოიძებნოს შესაბამისი კომპანია, რომელიც დათანხმდება, რომ იმუშაოს ამ საკითხზე. მართლაც ძალიან კარგი იქნება ეს".
დიპლომატმა მოქალაქეთა კითხვებს ფეისბუქლაივის დროს უპასუხა.


