Accentnews.ge
"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია და ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი სტატუსის მისაღებად"

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია და ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი სტატუსის მისაღებად"

13/07/2023 14:12:10 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ "ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან ეს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანია".

მისი თქმით, "ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად".

მოქალაქემ ელჩს ჰკითხა საქართველოს შანსების შესახებ სტატუსის მირებასთან დაკავშირებით, საპასუხოდ დიპლომატმა შემდეგი განაცხადა:

"მოგეხსენებათ აშშ–ის არ აქვს ხმის მიცემის უფლება ამ საკითხში, რადგან არ არის ევროკავშრის წევრი. თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ბლოკში, რადგან ეს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანია და მხარს ვუჭერთ იმ რეფორმების განხორციელებაში, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამ ეტაპზე ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს უნდა აღმოაჩნდეთ გამბედაობა და ძალა, გადადონ დაპირისპირება გვერდით და კონცენტრირდნენ იმ საქმეზე, რაც სტატუსის მისაღებადაა აუცილებელი. ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველომ 12 რეკომენდაციიდან 3 სრულად შეასრულა და ეს ძალიან კარგია, თუმცა შესასრულებელი რჩება 9 რეკომენდაცია და ამისათვის პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა ეს საქმე განხორციელდეს ერთად და ისინი გაერთიანდნენ საქართველოს ევროპული მომავლის ირგვლივ".

დიპლომატმა მოქალაქეთა კითხვებს ფეისბუქლაივის დროს უპასუხა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S