
თბილისში, ვერაზე სროლა იყო
14/07/2023 06:57:48 სამართალი
თბილისში, ვერაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, გასროლისას არავინ დაშავებულა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა - შენახვა - ტარებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.