პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა
14/07/2023 08:28:16 პოლიტიკა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოსათვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
„კომიტეტის მიერ შესაბამისი პროცედურები გავლილი იქნა, გამოკვლეული იქნა ეს მასალა და ნამდვილად არის 32 სხდომიდან 25 გაცდენილი არასაპატიო მიზეზით. გამომდინარე აქედან, კომიტეტმა შესაბამისი დასკვნა უნდა გამოიტანოს“,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
როგორც ცნობილია, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პროექტს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნული საკითხის პარლამენტში გატანის შემდეგ, სერგეენკო სხდომებზე იშვიათად მიდიოდა. მან ასევე დატოვა ჯანდაცვის კომიტეტის შემადგენლობა.


