Accentnews.ge
დემონსტრანტებმა "ქართული ოცნების" დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს

დემონსტრანტებმა "ქართული ოცნების" დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს

26/11/2019 06:56:43 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

დემონსტრანტებმა "ქართული ოცნების" დეპუტატი თემურ ჭკუასელი საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. იგი რამდენიმე წუთის განმავლობაში ლესია–უკრაინკის ქუჩაზე იყო ბლოკირებული. დეპუტატი ცდილობდა პარლამენტში შესვლას, თუმცა აქციის მონაწილეებმა, მათ შორის "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ ამის საშუალება არ მისცეს და მან უკან დაიხია. 

სამართალდამცველების განცხადებით,  თემურ ჭკუასელი საკანომდებლო ორგანოში შესვლას ინგოროყვას ქუჩის გავლით შეძლებს. 

ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია. შენობის სამივე შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია. ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, სადაც პარლამენტის გვერდითა შესასვლელებია გზა ყვითელი ავტობუსებითაა ჩახერგილი.

შენობაში ამ დროისთვის მხოლოდ თანამშრომლებს, დეპუტატებსა და პარლამენტის აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტებს უშვებენ. 12:00 სთ–ზე ჩანიშნულ პლენარულ სხდომაზე დასასწრებად პირველი ვიცე-სპიკერი და "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი პარლამენტში უკვე მივიდა. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S