Accentnews.ge
13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

14/07/2023 09:30:20 სამართალი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს.

14 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომა მოსამართლე თამარ ბეჟაშვილმა დახურა, რადგან საქმე არასრულწლოვანის წინააღმდეგ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულს უკავშირდება.

1985 წელს დაბადებული ბრალდებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.

პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით, ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, რომელიც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს თავისუფლების 15-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთა ემუქრება.

ბრალდებული პოლიციამ 11 ივლისს დააკავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S