
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
14/07/2023 11:16:35 სამართალი
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.