Accentnews.ge
ამერიკის კინომსახიობთა გილდიის 160 000-მდე მსახიობი გაიფიცა

ამერიკის კინომსახიობთა გილდიის 160 000-მდე მსახიობი გაიფიცა

14/07/2023 18:50:43 ეს საინტერესოა

ამერიკის კინომსახიობთა გილდიის 160 000-მდე მსახიობი გაიფიცა. მათ შორის არიან ჰოლივუდის ცნობილი მსახიობებიც.

ამერიკული კინომსახიობთა გილდია უმსხვილესი ინტერნეტ ტელევიზიის ქსელებისგან, როგორებიცაა Netflix, Disney, Paramount მოითხოვს, გაიზარდოს ჰონორარი და შეიქმნას უკეთესი სამუშო პირობები მსახიობებისათვის.

ამასთან, გილდიას სურს, დაიცვას მსახიობები ხელოვნური ინტელექტის გავლენისგან და ითხოვს გარანტიებს, რომ კომპიუტერით გენერირებული სახეები და ხმები არ გამოიყენონ მსახიობების ჩანაცვლებისთვის.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ამერიკული კინომსახიობთა გილდიისა და ტელევიზიისა და რადიოს არტისტების ფედერაციის გაერთიანებული პროფკავშირის მოლაპარაკებები (SAG-AFTRA) სტუდიებთან და ინტერნეტ ტელევიზიის ქსელებთან უშედეგოდ დასრულდა. მსახიობები შეუერთდნენ სცენარისტების პროტესტს, რომელიც უკვე 3 თვეა, მიმდინარეობს.

მსახიობების საპროტესტო აქცია 14 ივლისს დილით Netflix-ის კალიფორნიის ფილიალიდან დაიწყება და მსვლელობა Paramount, Warner Bros და Disney-სკენ გადაინაცვლებს.

ვიდრე გაფიცვა გრძელდება, მსახიობებს ფილმებში მონაწილეობა და უკვე გადაღებული ფილმების პოპულარიზაცია არ შეუძლიათ. კილიან მერფი, მეთ დეიმონი და ემილი ბლანტი Oppenheimer-ის პრემიერაზე იმყოფებოდნენ, როცა გაფიცვა დაიწყო. მსახიობებმა კინოთეატრი მალევე დატოვეს და გაფიცულებს შეუერთდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S