Accentnews.ge
უმრავლესობის დეპუტატი: „ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე პირველ რიგში, პასუხისმგებელია დესტრუქციული ოპოზიცია, შემდეგ ხელისუფლება“

უმრავლესობის დეპუტატი: „ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე პირველ რიგში, პასუხისმგებელია დესტრუქციული ოპოზიცია, შემდეგ ხელისუფლება“

26/11/2019 07:46:35 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

„ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე პირველ რიგში, პასუხისმგებელია დესტრუქციული ოპოზიცია, შემდეგ ხელისუფლება“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარემ სიმონ ნოზაძემ ჟურნალისტენს განუცხადა.

"მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას არ გავექცევი. კი მე დავპირდი პროპორციულ სისტემას... მაგრამ ნუ რა ვუყოთ ახლა, შეიქმნა ასეთი სიტუაცია. ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ. უნდა გავაგრძელოთ ამ რეჟიმში მუშაობა. მე დარწმუნებული ვარ, გონიერება ეყოფათ ოპოზიციის ლიდერებს და არ მოუწოდებენ პარლამენტის ბლოკირებისკენ. არ უნდა გახდეს საჭირო სპეცრაზმის გამოყენება. [...] ვინ დაუჭირა მხარი პროპორციულ სისტემას და ვინ არა, შექმნილ ვითარებაში მნიშვნელობა არ აქვს, ახლა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უნდა იყოს სტაბილურობა და ქვეყანა მშვიდობიანად მივიყვანოთ 2020 წლის არჩვენებამდე", – განაცხადა ნოზაძემ.

ცნობისთვის: ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია. შენობის სამივე შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია. ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, სადაც პარლამენტის გვერდითა შესასვლელებია გზა ყვითელი ავტობუსებითაა ჩახერგილი.

შენობაში ამ დროისთვის მხოლოდ თანამშრომლებს, დეპუტატებსა და პარლამენტის აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტებს უშვებენ. 12:00 სთ–ზე ჩანიშნულ პლენარულ სხდომაზე დასასწრებად პირველი ვიცე-სპიკერი და "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი პარლამენტში ძალოვანების კორდონის დახმარებით უკვე მივიდა. დღევანდელ პლენარულ სესიას ბოიკოტს უცხადებენ "ევროპული საქაღთველოს", "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები და დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია. 



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S