Accentnews.ge
არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს

არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს

26/11/2019 07:51:42 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს მოუწოდებს, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდნენ.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო დღევანდელი სხდომით და მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, დაუბრუნდენ საპარლამენტო ფორმატებს. ის რაც აქვთ სათქმელი, არგუმენტები, რომელიც მათ სურთ, აჩვენონ საზოგადოებას, არგუმენტები, რომელიც მათ სურთ, ნებისმიერ პოლიტიკურ ფორმატში, იქნება ეს პლენარული თუ საკომიტეტო განხილვები, წარმოადგინონ და დაუპირისპირონ სხვა არგუმენტებს. [...] მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო მათ, დაუბრუნდენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში. ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოლოდინი და ეს არის ნორმალურ პოლიტიკურ სისტემებში ადგილი, სადაც შეიძლება, მოხდეს ასეთი საკითხების განხილვა“, – განაცხადა ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის: ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია. შენობის სამივე შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია. ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, სადაც პარლამენტის გვერდითა შესასვლელებია გზა ყვითელი ავტობუსებითაა ჩახერგილი.

შენობაში ამ დროისთვის მხოლოდ თანამშრომლებს, დეპუტატებსა და პარლამენტის აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტებს უშვებენ. 12:00 სთ–ზე ჩანიშნულ პლენარულ სხდომაზე დასასწრებად პირველი ვიცე-სპიკერი და "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი პარლამენტში ძალოვანების კორდონის დახმარებით უკვე მივიდა. დღევანდელ პლენარულ სესიას ბოიკოტს უცხადებენ "ევროპული საქაღთველოს", "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები და დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S