
წილოსანი – კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენაზე: "ჩემთვის ეს დაწინაურება არაა"
26/11/2019 08:08:22 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" დეპუტატის ნინო წილოსანის განცხადებით, რომელიც მმართველმა გუნდმა გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ წარადგინა, მისთვის "ეს დაწინაურება არაა".
"ვინც თვლის, რომ ეს დაწინაურებაა, მათთვის ნებისმიერი თანამდებობა არის მშნივნელოვანი. ჩემთვის ეს დაწინაურება არაა. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რასაც დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდები", — განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ "ქართულმა ოცნებამ" ის დეპუტატები დააწინაურა, რომლებმაც ხმა 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. კერძოდ, აღნიშნული კანონმდებლები არიან: ნინო წილოსანი, დავით სონღულაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.