Accentnews.ge
პაპუაშვილი ელის, რომ უკრაინა საქართველოს ადეიშვილსა და ლორთქიფანიძეს გადასცემს

პაპუაშვილი ელის, რომ უკრაინა საქართველოს ადეიშვილსა და ლორთქიფანიძეს გადასცემს

15/07/2023 12:00:38 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება უკრაინის პარლამენტის მიმართვას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ თბილისი ელის, რომ "კიევი საქართველოს გია ლორთქიფანიძესა და ზურაბ ადეიშვილს გადასცემს".

ესეც ერთი შერცხვენაა საქართველოს მიმართ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ მის ხელისუფლებაში არიან ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე. ადამიანი, რომელმაც დააორგანიზა მიხეილ სააკაშვილის შემოპარვა საქართველოში, რათა აერია მდგომარეობა. უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე, ახლა ეს რაზეც მეტყველებს გასაგებია, ხომ? ნაცვლად იმისა, გადმოგვცენ ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე, ვიღებთ ასეთი სახის განცხადებებს, ქცევებს. სინამდვილეში, თუკი რაიმე მოლოდინი უნდა გვქონდეს, მოლოდინი არის ასეთი, რომ გადმოგვცენ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე. ასევე, მნიშვნელოვანია, უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყოს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, ვინ იყო კიდევ ჩართული, იყო თუ არა ვინმე კიდევ ჩართული უკრაინის ხელისუფლებიდან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის ორგანიზებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს, პაპუაშვილმა შემდეგი აღნიშნა:

„ვერ გეტყვით, სამწუხაროდ, რთულია, წინასწარ განვჭვრიტოთ საქართველოს პრეზიდენტის ქცევა. ერთადერთი რამ არის ცხადი, კითხვის ნიშანი არ არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაულები, რომლისთვისაც მას მისჯილი აქვს სასჯელი. კითხვის ნიშანი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ მოპყრობა სათანადოა და უმაღლესი სტანდარტის. ეს დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. როდესაც არ არსებობს კითხვის ნიშნები, აქ, რა თქმა უნდა, მოლოდინი არის ის, რომ მიდგომაც უნდა იყოს სამართლიანი“.

უკრაინის პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებს მიმართა ჰუმანიტარული აქტის განხორციელების აუცილებლობისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით.

მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებამ ბოლოს 3 ივლისს, თავის სასამართლო სხდომაზე დისტანციური ჩართვისას ნახა, - ამ კადრების გავრცელების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევისკენ მოუწოდა. საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინა დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S