Accentnews.ge
NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიზანში სროლის მწვრთნელის კურსი დასრულდა

NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიზანში სროლის მწვრთნელის კურსი დასრულდა

16/07/2023 09:53:06 თავდაცვა, რეკლამა

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიზანში სროლის მწვრთნელის ერთთვიანი კურსი დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"კურსს ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი (BMATT) უძღვებოდა და მასში მონაწილეობას 60 სამხედრო მოსამსახურე იღებდა. სწავლება ორ ეტაპად ჩატარდა და თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.კურსის განმავლობაში მსმენელებმა სროლის უნარ-ჩვევები განავითარეს და სწავლების მეთოდები აითვისეს. მიღებული ცოდნა მათ საშუალებას მისცემს, გამოცდილება სხვა სამხედრო მოსამსახურეებსაც გაუზიარონ. „კრწანისის“ სასროლეთზე კურსის მონაწილეებმა სხვადასხვა სირთულის სავარჯიშოები შეასრულეს როგორც შაშხანით, ასევე პისტოლეტით სროლაში და ბრიტანელი ინსტრუქტორების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურეს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S