
შსს: ფონიჭალაში, არასრულწლოვანი ბიძაშვილის მოტაცების საქმეზე 4 პირი დავაკავეთ
16/07/2023 11:22:49 სამართალი
ფონიჭალაში არასრულწლოვანი გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.
გავრცლებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭმა, არასრულწლოვანი ბიძაშვილი ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.