„ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს
17/07/2023 06:00:21 პოლიტიკა
კლინიკა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.
უწყებაში საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მარიუშ პიეტრ ჟაკი მივიდა. თავად პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი უწყებაში არ გამოცხადებულა, რადგან, ოფიციალური ინფორმაციით, იგი ამჟამად, პოლონეთში იმყოფება.
პოლონური მხარის წარმომადგენელი სამინისტროში კლინიკა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტებების გასაკეთებლად დაიბარეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.


