Accentnews.ge
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 90-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 90-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

17/07/2023 09:33:01 რეგიონები, რეკლამა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე (გუროს კლდეები), ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. გრძელდება სავალი ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ძლიერი წვიმის შედეგად, ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც, დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S