პაატა მანჯგალაძე: ყველგან შეთქმულებისა და კონსპირაციის ძებნა იმას ადასტურებს, რომ საკმარისია ერთად სამი-ოთხი კაცი შეიკრიბოს და ხელისუფლებას ეშინია
17/07/2023 09:39:09 პოლიტიკა
ყველგან შეთქმულებისა და კონსპირაციის ძებნა იმას ადასტურებს, რომ საკმარისია ერთად სამი-ოთხი კაცი შეიკრიბოს და ხელისუფლებას ეშინია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, წინანდალში გამართულ შეხვედრაზე მათი პარტიიდან არავინ იყო, თუმცა დაპატიჟების შემთხვევაში სიამოვნებით მივიდოდნენ.
„ჩვენ ამ შეხვედრაზე არ ვყოფილვართ, არ ვიცი, რა ფორმატის შეკრება იყო, მაგრამ ხუთი-ექვსი ადამიანი შეიკრიბოს და ამის გამო გამოაცხადო, რომ არეულობა და გადატრიალება უნდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ გეშინია - ეს ყველაფერი შიშს ასხივებს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.


