საქართველოს უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია
17/07/2023 10:01:42 პოლიტიკა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი ეწვია.
საპატიო სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა.
აბდულა არიპოვის თანმხლებ დელეგაციაში შედიან უზბეკეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში.


