სალომე სამადაშვილი: ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო
17/07/2023 13:18:41 პოლიტიკა
"ლელოს" წევრი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ამის შესახებ მან პარლამენტში გმართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ბელგიის გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს და არა საქართველოს. ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო ამოიღოს იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, რომელიც ითვლება უსაფრთხო ქვეყნებად ევროკავშირში. აღნიშნული გადაწყვეტილება საგანგაშოა და გამოწვევა, რომელსაც ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს, ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმს უკავშირდება. იმისათვის, რომ საქართველომ მრავალწლიანი შრომის შედეგად მიღებული ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეინარჩუნოს, ქვეყანა უსაფრთხო ქვეყნად უნდა ითვლებოდეს. ჩვენი ქვეყნის რუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ ორბიტას საბოლოოდ ჩამოშორდეს. მაშინ, როდესაც ეს ხელისუფლება ტაშით მიეგება ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ, საკუთარი პოლიტიკით საფრთხე შეუქმნა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავარი ეროვნული ამოცანა ამ ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს", – განაცხადა სამადაშვილმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებიისთვის თავშესაფრის მიცემა ბელგიის ტერიტორიაზე უფრო გამარტივდება.
ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა გასული წლის სექტმბერში შეიყვანა.


