Accentnews.ge
დამოუკიდებელმა დეპუტატებმა პლენარული სესია დატოვეს

დამოუკიდებელმა დეპუტატებმა პლენარული სესია დატოვეს

26/11/2019 10:20:29 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ლევან კობერიძემ, გედევან ფოფხაძემ და კობა ნარჩემაშვილმა პარლამენტის პლენარული სესია პოლიტიკური განცხადებების შემდეგ დატოვეს. 

დამოუკიდებელი დეპუტატები აცხადებენ, რომ ეს არაა ბოიკოტი, არამედ ამ სხდომაზე დასწრება აღარ სურთ. 

ამჟამად სხდომას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებიან. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პლენარული სესია აქციის ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატები პარლამენტში ძალოვანების კორდონის დახმარებით მივიდნენ. დღევანდელ პლენარულ სესიას ბოიკოტს უცხადებენ "ევროპული საქაღთველოს", "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები და დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია. 

ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია. შენობის სამივე შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია. ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, სადაც პარლამენტის გვერდითა შესასვლელებია გზა ყვითელი ავტობუსებითაა ჩახერგილი. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S