
ლანჩხუთში ერთ-ერთ კორპუსში, ბინაში 2 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
17/07/2023 14:52:59 სამართალი
ლანჩხუთში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთ კორპუსში, ბინაში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.
ორივე მათგანი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლის პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.