Accentnews.ge
რუსმა მწერალმა ვიკტორ შენდეროვიჩმა საქართველოში არშემოშვების გამო სასამართლოს მიმართა

რუსმა მწერალმა ვიკტორ შენდეროვიჩმა საქართველოში არშემოშვების გამო სასამართლოს მიმართა

17/07/2023 15:31:09 სამართალი

რუსმა მწერალმა, პუბლიცისტმა და სატირიკოსმა ვიკტორ შენდეროვიჩმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მან სამართლებრივი დავა საქართველოში არშემოშვების გამო დაიწყო.

„თვე-ნახევრის წინ საქართველოს შსს-მ არ შემომიშვა ქვეყანაში, მიზეზების ახსნის გარეშე. თბილისსა და ბათუმში ჩაიშალა ჩემი ორი წარმოდგენა. მე გადავწყვიტე შანსი მივცე ძვირფას საქართველოს სახელმწიფოს, გამოასწოროს ეს შეცდომა და სარჩელი შევიტანე", - დაწერა შენდეროვიჩმა „ფეისბუქში" პირად გვერდზე.

შენდეროვიჩის ინტერესების დამცველი, ადვოკატი და უფლებადამცველი მარია არხიპოვა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 ივლისს შეიტანეს.

როგორც ადვოკატმა განმარტა, საზღვარზე არ გაითვალისწინეს არგუმენტები, რომ ვიკტორ შენდეროვიჩი ადრე საქართველოში იმყოფებოდა, ასევე - მას ორი გამოსვლა ჰქონდა დაგეგმილი, რომლის ბილეთებიც უკვე გაყიდული იყო.

სარჩელის განხილვის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შენდეროვიჩი 1 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო კონტროლის ზონიდან უკან დააბრუნეს, ისრაელის რეისით, საიდანაც იგი საქართველოში ჩამოფრინდა. მისთვის საქართველოში არშემოშვების მიზეზები არ განუმარტავთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S