Accentnews.ge
"როგორც დღეს არ ზის არც ერთი „ნაციონალი“ სხდომათა დარბაზში, იმედი მაქვს, ასე იქნება შემდეგი მოწვევის პარლამენტში"

"როგორც დღეს არ ზის არც ერთი „ნაციონალი“ სხდომათა დარბაზში, იმედი მაქვს, ასე იქნება შემდეგი მოწვევის პარლამენტში"

26/11/2019 10:18:09 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება წარმოდგენილი. 

„ჩვენ, მათი დღის წესრიგით ბუნებრივია ვერ ვიცხოვრებთ, სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც უნდა მოქმედებდეს სახელმწიფო და ხელისუფლებაც იმოქმედებს ისე, როგორც მართებს ხელისუფლებას მოქმედება. აქ მე მადლობა მინდა გადავუხადო განსაკუთრებით სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ამ დღეების განმავლობაში წარმოაჩინეს სახელმწიფო, როგორც ძლიერი და ჰუმანური სახელმწიფო. დაიწყო მარგინალური და დესტრუქციული ოპოზიციის სრული მარგინალიზაციის პროცესი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი საბოლოოდ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებით დასრულდება და დასრულდება ეროვნულ და დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული ოპოზიციის ჩამოყალიბებით. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი არის შეუქცევადი. მე მაქვს დიდი იმედი, რომ როგორც დღეს არ ზის არც ერთი „ნაციონალი“ სხდომათა დარბაზში, ასევე არ იჯდება არც ერთი „ნაციონალი“ არც შემდეგ პარლამენტში და მათ ადგილს დაიკავებენ კვალიფიციური, კეთილსინდისიერი, ეროვნულ და დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული, ამ ფასეულობების მატარებელი პარტიები და მათი წარმომადგენლები. ბოლოს, მე მინდა საზოგადოებას გადავუხადო, რა თქმა უნდა, მადლობა, რომელიც სწორად აფასებს მოვლენებს, სწორად ხედავს ყველაფერს. სწორედ ეს არის მთავარი გარანტია იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი განვითარების პროცესი აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. 

მისივე თქმით, პოზიციამ საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც აბსოლუტურად დესტრუქციულმა და უნიათო ძალამ.

"ასეთი უნიათო და დესტრუქციული ოპოზიცია ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია არ ჰყოლია და იმედია, არც მომავალში ეყოლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის: ამჟამად პლენარულ სესიას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებიან. სხდომა ცოტა ხნის წინ  დამოუკიდებელი დეპუტატებმა დატოვეს. დეპუტატები პარლამენტში ძალოვანების კორდონის დახმარებით მივიდნენ. დღევანდელ პლენარულ სესიას ბოიკოტს უცხადებენ "ევროპული საქაღთველოს", "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები და დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია. 

ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია. შენობის სამივე შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია. ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, სადაც პარლამენტის გვერდითა შესასვლელებია გზა ყვითელი ავტობუსებითაა ჩახერგილი. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S