Accentnews.ge
სტამბოლში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

სტამბოლში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

17/07/2023 15:42:36 სამართალი

სტამბოლის პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი გურამ ჩიხლაძე (მეტსახელად კვეჟოევიჩი) დააკავა, რომელიც რუსეთს ინტერპოლის ხაზით ძებნაში ჰყავდა გამოცხადებული.

როგორც სტამბოლის უსაფრთხოების სამმართველოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩიხლაძე 14 ივლისს ქუჩუქჩექმეზეს რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. დაკითხვის დროს დადგინდა, რომ კრიმინალური ავტორიტეტი თურქეთიდან მართავდა ორგანიზებული დაჯგუფების ოპერაციებს რუსეთსა და აზერბაიჯანში, თურქეთის ტერიტორიაზე დაჯავშნული ავტომანქანებით, დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა და პასუხისმგებელი იყო ხსენებული დაჯგუფების საქმიანობაზე.

არსებული ინფორმაციით, ჩიხლაძე ამ დაჯგუფებას მას შემდეგ ჩაუდგა სათავეში, რაც 2016 წელს სტამბოლში "კანონიერი ქურდი" როვშან ჯანიევი მოკლეს. ეს უკანასკნელი პოსტსაბჭოთა სივრცეში დანაშაულებრივი სამყაროს ყოფილ ლიდერად მიჩნეული ასლან უსოიანის (დედ ხასანის) მკვლელობის დამკვეთად სახელდებოდა. რუსეთის ტერიტორიაზე ჩადენილ არაერთ მძიმე დანაშაულში, მათ შორის მკვლელობებში დადანაშაულებული ჩიხლაძე მოსკოვმა ინტერპოლის ცირკულარით ძებნაში გამოაცხადა. 2020 წლიდან იგი თურქეთში იმყოფებოდა.

15 ივლისიდან ჩიხლაძე, თურქული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობაშია და წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S