
შსს: 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში თავშესაფარი 224-მა უცხოელმა მოითხოვა
17/07/2023 15:49:34 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში ( აპრილი, მაისი, ივნისი) საქართველოში თავშესაფარი 224-მა უცხოელმა მოითხოვა.
უწყების ცნობით, 224 პირიდან 44 ირანის მოქალაქეა, 39 უკრაინის, 25 რუსეთის. თავშესაფრის მაძიებელთა შორის ასევე იყვნენ ეგვიპტის, სირიის, უზბეკეთის, პაკისტანისა და ნიგერიის მოქალაქეები.
ბოლო სამ თვეში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა უცხო ქვეყნის 6 მოქალაქეს. მათგან 3 რუსეთის, 3 კი ბანგლადეშის მოქალაქეა.
ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა უცხო ქვეყნის 49 მოქალაქეს. მათგან 46 უკრაინის მოქალაქეა, 1 ერაყის, 2 დაუდგენელი მოქალაქეობის.
შსს-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მოცემულ პერიოდში სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 121 მოქალაქეს. მათგან 37 ირანიდან იყო, 21 თურქეთიდან, 10 იორდანიდან, 5 რუსეთიდან.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე გააძევეს. მათ შორის, აზერბაიჯანის – 19, ინდოეთის – 6, ირანის – 6, რუსეთის – 2, ჩინეთის – 4 და ეგვიპტის – 3.