
ჯუანშერ ბურჭულაძე: „თავდაცვის კოდექსი დაარეგულირებს იმ პერსპექტივას, რაც გვაქვს თავდაცვის მიმართულებით, ასევე გადაჭრის წვევამდელებთან დაკავშირებით პრობლემურ საკითხს და უზრუნველყოფს სოციალურ გარანტიებს სამხედრო პირებისთვის“
17/07/2023 16:19:57 თავდაცვა
თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, "თავდაცვის კოდექსი დაარეგულირებს იმ პერსპექტივას, რაც გვაქვს თავდაცვის მიმართულებით, ასევე გადაჭრის წვევამდელებთან დაკავშირებით პრობლემურ საკითხს და უზრუნველყოფს სოციალურ გარანტიებს სამხედრო პირებისთვის“. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, კოდექსზე მუშაობისა დაგანხილვის პროცესში, გარკვეული ნიუანსების გადახედვა მოხდა, თუმცა პროექტისკრიტიკის ობიექტური მიზეზი არ არსებობდა:
„კოდექსი კანონთა კრებულს, სამართლებრივი აქტების ერთობლიობას წარმოადგენს. არ შეიძლება სამართლებრივი აქტების ერთობლიობას რაიმე წინააღმდეგობა მოყვეს, თუ ეს ობიექტური მიზეზით არ იქნება გამოწვეული. მასზე იმუშავა არა მარტო თავდაცვის სამინისტრომ, არამედ, მუშაობისას გავაფართოვეთ პირთა წრე, რათა საზოგადოების მეტი ჩართულობით, კონსტიტუციური და სხვა სახის რისკები არყოფილიყო, მაქსიმალურად დახვეწილი კოდექსი მიგვეღო“.
ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ "თავდაცვის კოდექსი წვევამდელების ეროვნული სამხედრო სამსახურის გარდა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებით სხვა აქტუალურ და პრიორიტეტულ საკითხებსაც არეგულირებს და გარკვეულ ჩარჩოში აქცევს":
„კოდექსი გადაჭრის პრობლემურ საკითხს წვევამდელებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს სოციალურ გარანტიებს სამხედრო პირებისთვის, დაარეგულირებს სამოქალაქო თავდაცვის საკითხებს. ჩვენი კომპლექსური ქმედებებით, რაც კოდექსის პარალელურად, აქტებში მივიღეთ მივაღწევთ მიზანს, რაც პარტნიორებთან ერთად დავისახეთ და საბოლოოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის პრიორიტეტი უნდა გახდეს“.