Accentnews.ge
თავდაცვის მინისტრი: ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ 2035 წლისთვის რეზერვში გვეყოლება 100 000 ადამიანი

თავდაცვის მინისტრი: ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ 2035 წლისთვის რეზერვში გვეყოლება 100 000 ადამიანი

17/07/2023 16:40:36 თავდაცვა

„ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის კარგად მომზადებული და დიდი რეზერვი აუცილებელია“, -ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყებამ, „თავდაცვის კოდექსზე" მუშაობისას, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები განიხილა.

მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის რეზერვის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, ამ კონტექსტით სტრატეგია მეგობარ ქვეყნებთან ერთად შემუშავდა.

„ეს სტრატეგია შექმნილია პარტნიორებთან ერთად, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და რიცხოვნობიდან გამომდინარე. ეს კომპლექსური და მოცულობითი საკითხია. ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ 2035 წლისთვის რეზერვში გვეყოლება ასი ათასი ადამიანი, ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ამ შედეგის მისაღწევად ერთ-ერთი მეთოდი, იქნება წვევამდელთა სამსახური, ასევე ნებაყოფლობითი სხვა სამსახურები“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მინისტრმა განმარტა, რომ „თავდაცვის კოდექსი“ არეგულირებს იმ საკითხებს, რაზეც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპელირებენ. მათ შორის, მან სპეციალურიწოდების სამხედრო მოსამსახურეების უწყებაში მუშაობის პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიხედვით, უწყებას ახალი სპეცწოდების თანამშრომლის მიღების, ან სპეციალური წოდების მომატების უფლება აღარექნება.

„ჩვენ აღარ გვექნება უფლება რომ მივიღოთ ახალი სპეცწოდების თანამშრომელი ან მოვუმატოთ სპეცწოდება, რომელიც აქვს მინიჭებული პირს, რომელიც მსახურობს თავდაცვის სამინისტროში. „თავდაცვის კოდექსი“ ამ სიმახინჯეს ზღუდავს, არეგულირებს და ყველა ხარვეზს სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S