პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკ კოლეგას სადილზე უმასპინძლა
18/07/2023 05:31:38 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს, დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრების პატივსაცემად სადილი მთაწმინდაზე გაიმართა.
"პრემიერ-მინისტრებმა ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული და კულტურული კავშირები არაფორმალურ გარემოში განიხილეს" - ნათქვამია ინფორმაციაში.


