
სინოპტიკოსები იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში ჰაერის რეკორდულ ტემპერატურას პროგნოზირებენ
18/07/2023 06:51:54 მსოფლიო
სამხრეთ ევროპაში ძლიერი სიცხეები გრძელდება. სინოპტიკოსები დღეს ჰაერის რეკორდულ ტემპერატურას პროგნოზირებენ.
იტალიის კუნძულ სარდინიაზე სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში ჰაერის ტემპერატურა 46 გრადუსს მიაღწევს და გაფრთხილებაა, რომ ექსტრემალური სიცხე შეიძლება გაგრძელდეს იტალიის ზოგიერთ ნაწილში კიდევ 10 დღის განმავლობაში.
ქვეყნის დედაქალაქ რომში ტემპერატურა შეიძლება, 40 გრადუსზე მაღალი იყოს მომდევნო 15 დღის განმავლობაში.
სინოპტიკოსები ჰაერის რეკორდულ ტემპერატურას ესპანეთშიც პროგნოზირებენ. გუშინ ტემპერატურამ ქვეყნის სამხრეთით 44 გრადუსს მიაღწია.
ძლიერი სიცხეების გამო ესპანეთის კუნძულ ლა პალმასა და საბერძნეთის კუნძულ მატერიკზე ტყის ხანძრებია. ორივე ქვეყანაში ვრცელდება ცნობები ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის შეწყვეტის შესახებ, რადგან მოთხოვნა კონდიციონერების გამო გაიზარდა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, სამხრეთ ევროპაში ძლიერი სიცხეები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.