
შვეიცარიის ალპებში ტყის ხანძარი მძვინვარებს
18/07/2023 08:00:37 მსოფლიო
შვეიცარიის ალპებში ტყის ხანძარი მძვინვარებს, რომელიც გუშინ საღამოს იტალიის საზღვართან მდებარე ოტ-ვალეს რაიონში გაჩდა. ცეცხლი ბიტში მთის კალთაზე სწრაფად გავრცელდა.
ტყის ხანძრის ქრობაში თითქმის 200 ადამიანი და რამდენიმე ვერტმფრენია ჩართული.
ხელისუფლების ცნობით, ხანძრის სრულად ჩაქრობას შესაძლოა დასჭირდეს დღეები, ან თუნდაც კვირები.
ბევრი ადგილობრივი მცხოვრები ევაკუირებულია, ხოლო მათ, ვინც ჯერ კიდევ სახლში არიან, ურჩიეს, რომ ფანჯრები დახურონ.