პაატა მანჯგალაძე: საარჩევნო ბარიერი 1 პროცენტიც რომ იყოს, კოალიცია საჭიროა, რადგან „ქართულ ოცნებას“ მარტო ვერცერთი პარტია დაამარცხებს
18/07/2023 08:46:09 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ საარჩევნო ბარიერი 1 პროცენტიც რომ იყოს, კოალიცია საჭიროა, რადგან „ქართულ ოცნებას“ მარტო ვერცერთი ძალა დაამარცხებს.
"რაც შეეხება ბარიერს, ბარიერში კი არ არის საქმე, საერთოდ რომ არ არსებობდეს ბარიერი, მაინც საჭიროა ერთიანობა დამაჯერებლობა რომ შექმნა კამპანიაში. როცა 5 %-იანი ან 3 %-იანი პარტია საუბრობს იმას, რომ „აი, მე შევცვლი“, დამაჯერებლობა ნაკლებია, მაგრამ როცა დიდ კოალიციას აკეთებ, მაშინ დაპირების დამაჯერებლობა ბევრად იზრდება. ხმები არჩევნებში არის ნდობის პროპორციული. როდის უფრო მეტია დამაჯერებლობა, როცა ყველა პარტია იძახის, რომ „მე მოვდივარ და მე შევცვლი“, თუ მაშინ, როცა რამდენიმე მსხვილი კოალიცია შეიქმნება, რომელიც დამაჯერებლობას გაზრდის კამპანიაში. ბარიერი ერთი პროცენტიც რომ იყოს, კოალიცია საჭიროა, რადგან „ქართულ ოცნებას“ მარტო ვერც ერთი ძალა ვერ დაამარცხებს,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.


