„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
18/07/2023 10:28:05 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, სხდომაზე განიხილავენ პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებებს, მათ შორის, ახალგაზრდა წევრების ჩართულობის გაზრდას.
ამასთან, კითხვაზე, ხომ არ განიხილება ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას და მისი მომხრეების პარტიიდან გარიცხვა, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ „პარტიიდან არავის გარიცხვაზე მსჯელობა არ იქნება”.
“ნაციონალური მოძრაობისთვის” მთავარი გამოწვევა მუდმივად იქნება “რუსული ოცნების” დამარცხებისთვის საძიებელი გზები და მიმართულებები, რაზეც პარტიამ უნდა იმუშაოს. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იქნება ბევრი მსჯელობა, თუ რა აქტივობები და ღონისძიებები იქნება დაგეგმილი, რათა განისაზღვროს როგორც სააკაშვილის ჩართულობა “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობაში, ისე სამომავლო საქმიანობაში”, - განაცხადა ბოტკოველმა.


