გიორგი ბოტკოველი: ყველა პროევროპულ პოლიტიკურ ძალასთან სათანამშრომლოდ ვართ მზად
18/07/2023 10:27:09 პოლიტიკა
აბსოლუტურად ყველა პროევროპულ პოლიტიკურ ძალასთან სათანამშრომლოდ ვართ მზად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ბოტკოველი ამბობს, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე იმსჯელებენ, რაც “ნაციონალური მოძრაობის” სამომავლო საქმიანობას უკავშირდება.
“ნაციონალური მოძრაობა”, რა თქმა უნდა, ითანამშრომლებს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ფიქრობს, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ევროპული მომავალი და განვითარება. ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ. გაერთიანებებზე საუბარი ჯერ ზედმეტია. აბსოლუტურად ყველაფერზე ვიმსჯელებთ, რაც “ნაციონალური მოძრაობის” სამომავლო საქმიანობას უკავშირდება. აბსოლუტურად ყველა პროევროპულ პოლიტიკურ ძალასთან სათანამშრომლოდ ვართ მზად. ყველამ ვიცით, რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი გამოწვევა ყველა პროევროპული ძალისთვის. ამ თემებზე ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ. პრემიერობის კანდიდატი, სია და ასეთი რაღაცები ჯერ არ განიხილება. არ არის ჯერ იმის დრო, რომ ადამიანებმა თანამდებობების განაწილება დაიწყონ”,- განაცხადა ბოტკოველმა.


